სასწავლო პროექტი


ნაწარმოების იდეის კვლევა

პროექტის მთავარი იდეა – მხატვრული თხზულების დეტალებზე დაკვირვებით, მათ შორის მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენით, მოსწავლეები შეიმუშავებენ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება თხზულების იდეის სწორად გაგება, მისი გამოკვეთა.

პროექტის აქტუალობა – მოსწავლეებს განუვითარდებათ ნაწარმოების მთავარი სათქმელის წვდომის უნარ–ჩვევა; ისინი მიეჩვევიან ფაქტობრივი და მხატვრული დეტალების საფუძველზე, გამოკვეთონ ავტორის ჩანაფიქრი, სათქმელი, იდეა.

პროექტის მიზნები – მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ საკითხის კვლევის, მტავარი თემების შერჩევის, სისტემატიზაციის, კომენტირების, საბოლოო დასკვნების გამოტანის, პრეზენტაციის მომზადების უნარ–ჩვევები.

მონაწილეობის ასაკი –16–17 წელი.

ვადები/ხანგძლივობა – 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები – მოსწავლეების მიერ მომზადებული კვლევითი მასალა და პრეზენტაციები გაზიარებული იქნება მათი თანატოლების მიერ; საუკეთესო პრეზენტაცია განთავსდება ბლოგზე. ეს ხელს შეუწყობს პროექტის მიზნებისა და შედეგების მიღწევას სხვა მოსწავლეებისთვისაც.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები – მხატვრული ლიტერატურა, კვლევითი ლიტერატურა, რვეულები, პასტები, მარკერები; ისტ–ი: კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა –
აქტივობა I.
გონებრივი იერიშის მეთოდით პროექტისათვის საკვლევი ლიტერატურის შერჩევა;
აქტივობაII
მოსწავლეთა მიერ მოკვლეული, ჩამოწერილი, კომენტირებული მასალის ყოველდღიური მიმოხილვა;
აქტივობაIII
მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციები.
აქტივობაIV
საუკეთესო პრეზენტაციის განთავსება ბლოგზე.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან–XII.11.
ქართ. XII. 11. მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ შერჩეული თემისთვის ამზადებს და აანალიზებს მასალას (ინფორმაციული ხასიათისას, კრიტიკულს, სამეცნიეროს, საკითხის კვლევის ისტორიას და სხვ.);
·         სხვადასხვა საშუალებით (ლექსიკონების, საენციკლოპედიო სტატიების, დარგობრივი ცნობარების, ინტერნეტის და ა. შ.) გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით  (წყაროს სანდოობა, აქტუალურობა, რელევანტობა და ა.შ.);  
·         შერჩეული წყაროებიდან ამოკრებილ მასალას იყენებს (იმოწმებს, ახდენს პერიფრაზირებას, მოკლედ გადმოსცემს) სათანადო წესების დაცვით;
·         შესაბამის წყაროებზე, მასალაზე, საკითხის კვლევის ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს ნაშრომის ძირითად თვალსაზრისს და მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეადგენს გეგმას;
·         იცავს სამეცნიერო ნაშრომის ფორმატს: საკვლევი საკითხი, მის შესახებ არსებული ლიტერატურის (თვალსაზრისების, შეხედულებების) მიმოხილვა, მოსწავლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელსაც ეყრდნობა ნაშრომის ძირითადი თვალსაზრისი, დასკვნა.

პროექტის ხელმძღვანელი ნინო ბილიხოძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ninobilikhodze41@gmail.com